Wednesday, April 13, 2016

დღე მეცხრე

 დღეს არის ჩვენი ტრენინგის ბოლო და ყველაზე საინტერესო  დღე , რადგან უნდა მოვისმონოთ ერთმანეთის პრეზენტაციები.
   პირველად აუდიტორიის წინაშე წარსდგა მუსიკის პედაგოგი მაია ნონიაშვილი, რომელმაც წარმოადგინა პრეზენტაცია " კლასიკური მუსიკა საზოგადოებასა და ცხოვრებაში".მან საინტერესოდ ისაუბრა აღნიშნულ თემაზე.
   მეორე გამომსვლელი იყო ქართული ენის პედაგოგი მარინა გუგავა. მისი პრეზენტაციის სახელწოდებაა"საკუთარი თავის ძიებაში",  რომელიც  საინტერესო თემაა და  პრობლემა არგუმენტებით დამაჯერებლად იყო წარმოდგენილი და ახსნილი.
    მესამე გამომსვლელი იყო ინგლისურის  პედაგოგი თამარ პაპაშვილი თემით "ეროვნული პარკები და გადაშენებული ცხოველები",რომლის პრეზენტაციაც ძალიან მომეწონა ,განსაკუთრებით სლაიდ შოუ და ბუკლეტი,რომელშიც მოცემულია საქართველოს ყველა  ეროვნული პარკის რუკა.
    მეოთხე გამომსვლელი იყო მარიკა ვარამაშვილი თემით" როგორ ნაწილდება დრო ჩვენს ცხოვრებაში". მან ისაუბრა მათემატიკის როლზე დროის განაწილებაში ადამიანის ცხოვრებაში.
   მეხუთე გამომსვლელი იყო    მათემატიკის  პედაგოგი  საინტერესო თემით " პროცენტის მარტივი და რთული დარიცხვის წესი", რომელშიც  ბავშვები გაარკვევენ რომელი ფორმით შეიძლება ნახონ მეტი სარგებელი ბანკთან ურთიერთობაში.
     მეექვსე გამომსვლელი იყო ბიოლოგიის პედაგოგი თამარ ვეფხვაძე,რომლის თემაა  "თამბაქოს მავნე ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე", რომელშიც არის ძალიან აქტუალური თემა, სადაც ბავშვები გაეცნობიან თუ რა ზიანი მოაქვს თამბაქოს მოწევას ადამიანის ჯანმრთელობაზე.
         მეშვიდე გამომსვლელი იყო ლილი გიგოშვილი, რომელმაც წარმოადგინა  პრეზენტაცია თემაზე" მეტალების შემცველობა და ზეგავლენა ადამიანის ცხოვრებაზე", სადაც მან  ისაუბრა ორგანიზმისთვის აუცილებელ მეტალებზე და რამდენია მათი დასაშვები ნორმა.
              მერვე გამომსვლელი იყო  ნანი პირტახია თემით  " ფერები  ჩვენს ცხოვრებაში", რომელმაც  წარმოადგინა პროექტი, სადაც ბავშვები ისწავლიან ბუნებრივი მასალებით ფერების შექმნას.
          მეცხრე  გამომსვლელი იყო  ეკა ჭინჭარაშვილი თემით " გეომეტრია ჩვენს ცხოვრებაში",სადაც მიმოიხილავენ გეომეტრიულ შტრიხებს  სხვადასხვა ნაგებობებში, ტანსაცმელებში, სამკაულებში და ა.შ
    მეათე გამომსვლელი  იყო ისტ-ის პედაგოგი ნარგიზ კახაძე, რომელმაც წარმოადგინა პროექტი" ციფრული ტექნოლოგიები 21-ე საუკუნის დასაწყისში", რომელშიც დასაბუთებული იყო ციფრული ტექნოლოგიების როლი  ადამიანის ცხოვრებაში და მათი ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე.
     მეთერთმეტე გამომსვლელი   იყო  ქართული ენის პედაგოგი მზია ოდიაშვილი თემით "სახელმწიფო ენის დაცვა- ბარბარიზმები". რომელიც  დღეს ძალიან აქტუალურია , სადაც  შემუშავებულია რეკომენდაციები  ენის დასაცავად.

Sunday, April 10, 2016

დღე მერვე

  დღეს გავიხსენეთ წინა ტრენინგზე ნასწავლი მასალა. ბლოგში ჩავაშენეთ მოსწავლის ნაშრომი. შევამოწმეთ გეგმა და ჩავამატეთ გამორჩენილი საკითხები. მოვაწესრიგეთ პორტფოლიოები.  რესურსებში ვნახეთ ფასილიტაციის ნიმუშები. დრაივზე შევქმენით ფეიჯები. ფასილიტაციისთვის შევქმენით კითხვარები.

Wednesday, April 6, 2016

დღე მეშვიდე

   წავიკითხეთ პროცედურები და დავასრულეთ.  ვიმუშავეთ ბუკლეტებზე. განვიხილეთ მოსწავლეთა დიფერენცირება , გავეცანის გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას და შევქმენით   მოსწავლეთა დიფერენცირებისთვის კითხვარი, რომელიც დაგვეხმარება დავადგინოთ მოსწავლეთა სწავლის სტილი, რათა შევთავაზოთ შესაბამისი აქტივობები. გავეცანით რესურსებში მოსწავლეთა მხარდაჭერის  რესურსებს- ხარაჩოებს.
შევქმენით პრეზენტაციის შაბლონი მოსწავლეთა მხარდასაჭერად.

Sunday, April 3, 2016

დღე მეექვსე

 ჩვენ დღეს ავტვირთეთ პრეზენტაცია ბლოგზე.ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი პროექტები და დავუწერეთ კომენტარები. შევქმენით შეფასების რუბრიკა,დაწვრილებით განვიხილეთ პროცედურები როგორ იწერება. დავალებად გვაქვს  დავწეროთ პროცედურები და დავასრულოთ  მოსწავლის ნიმუში.

Wednesday, March 30, 2016

დღე მეხუთე

დღეს კომენტარი გავუკეთეთ ერთმანეთის  რეფლექსიებს,განვიხილეთ რჩევები და მეთოდები უკუკავშირისთვის, შევედით საავტორო უფლებების გაცნობიერების გვერდზე და გავეცანით მათ,შევქმენით სლაიდები სადაც ვისწავლეთ დიაგრამის შედგენა

Sunday, March 27, 2016

დღე მეოთხე

 მეორე მოდულის მესამე აქტივობაში გავეცანით შეფასების მიზანს, შევადგინეთ შეფასების გეგმა, ხუთივე  მიზნისთვის ავარჩიეთ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები.შევადგინეთ ცხრილი "ვიცი, მინდა ვიცოდე, გავიგე". გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, ამოვარჩიეთ სასურველი უნარ- ჩვევები და შევიტანეთ პროექტის გეგმის შაბლონში. პორტფოლიო ავტვირთეთ დრაივზე.