Wednesday, March 30, 2016

დღე მეხუთე

დღეს კომენტარი გავუკეთეთ ერთმანეთის  რეფლექსიებს,განვიხილეთ რჩევები და მეთოდები უკუკავშირისთვის, შევედით საავტორო უფლებების გაცნობიერების გვერდზე და გავეცანით მათ,შევქმენით სლაიდები სადაც ვისწავლეთ დიაგრამის შედგენა

Sunday, March 27, 2016

დღე მეოთხე

 მეორე მოდულის მესამე აქტივობაში გავეცანით შეფასების მიზანს, შევადგინეთ შეფასების გეგმა, ხუთივე  მიზნისთვის ავარჩიეთ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები.შევადგინეთ ცხრილი "ვიცი, მინდა ვიცოდე, გავიგე". გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, ამოვარჩიეთ სასურველი უნარ- ჩვევები და შევიტანეთ პროექტის გეგმის შაბლონში. პორტფოლიო ავტვირთეთ დრაივზე.

Wednesday, March 23, 2016

დღე მესამე

დღეს შევამოწმეთ სტანდარტი იყო თუ არა მაღალი სააზროვნო უნარების განსავითარებლად შედგენილი. შევადგინეთ  ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები.ვისწავლეთ დრაივში ინფორმაციის შეტანა.ბლუმის ტაქსონომიის შესაბამისად მოვიძიე ზმნები, რომლებსაც გეგმის შესადგენად გამოვიყენებ.

Sunday, March 20, 2016

დღე მეორე

დღეს ვიმუშავე პროექტის გეგმაზე. მოვისმინეთ ერთმანეთის პროექტები. გავიგეთ, რომ გეგმაში არ უნდა დავწეროთ ჩვენი დასკვნები. მოვძებნეთ და შევუსაბამეთ მაღალი სააზროვნო უნარების გასავითარებელი სტანდარტები და  ინდიკატორები.ვიმუშავეთ ბუკლეტის შედგენასა და მის გაფორმებაზე. განვიხილეთ მისი შემადგენელი ნაწილები.

Wednesday, March 16, 2016

დღე პირველი

     



დღევანდელი ტრენინგი ძალიან საინტერესო იყო. გავიცანით ინტელის სასწავლო კურსის ტრენერი ქალბატონი მანანა კვინიკაძე. გავეცანით პროექტის დაგეგმვას, შევქმენით პირადი ბლოგი. გავიარეთ პირველი მოდულის მეორე აქტივობის ჩათვლით, შევქმენით პორტფოლიო , ჩეკლისტი.ვისაუბრეთ პროექტებით სწავლების მნიშვნელობაზე.გავეცანით პროექტის მოთხოვნებს.გავიგეთ რა განსხვავებაა save    და   save as  შორის. ვფიქრობ, რომ აღნიშნული ტრენინგი იქნება საინტერესო და ნაყოფიერი და  ტრენინგზე ნასწავლი გამომადგება წარმატებული გაკვეთილის ჩატარებაში.