Wednesday, April 13, 2016

დღე მეცხრე

 დღეს არის ჩვენი ტრენინგის ბოლო და ყველაზე საინტერესო  დღე , რადგან უნდა მოვისმონოთ ერთმანეთის პრეზენტაციები.
   პირველად აუდიტორიის წინაშე წარსდგა მუსიკის პედაგოგი მაია ნონიაშვილი, რომელმაც წარმოადგინა პრეზენტაცია " კლასიკური მუსიკა საზოგადოებასა და ცხოვრებაში".მან საინტერესოდ ისაუბრა აღნიშნულ თემაზე.
   მეორე გამომსვლელი იყო ქართული ენის პედაგოგი მარინა გუგავა. მისი პრეზენტაციის სახელწოდებაა"საკუთარი თავის ძიებაში",  რომელიც  საინტერესო თემაა და  პრობლემა არგუმენტებით დამაჯერებლად იყო წარმოდგენილი და ახსნილი.
    მესამე გამომსვლელი იყო ინგლისურის  პედაგოგი თამარ პაპაშვილი თემით "ეროვნული პარკები და გადაშენებული ცხოველები",რომლის პრეზენტაციაც ძალიან მომეწონა ,განსაკუთრებით სლაიდ შოუ და ბუკლეტი,რომელშიც მოცემულია საქართველოს ყველა  ეროვნული პარკის რუკა.
    მეოთხე გამომსვლელი იყო მარიკა ვარამაშვილი თემით" როგორ ნაწილდება დრო ჩვენს ცხოვრებაში". მან ისაუბრა მათემატიკის როლზე დროის განაწილებაში ადამიანის ცხოვრებაში.
   მეხუთე გამომსვლელი იყო    მათემატიკის  პედაგოგი  საინტერესო თემით " პროცენტის მარტივი და რთული დარიცხვის წესი", რომელშიც  ბავშვები გაარკვევენ რომელი ფორმით შეიძლება ნახონ მეტი სარგებელი ბანკთან ურთიერთობაში.
     მეექვსე გამომსვლელი იყო ბიოლოგიის პედაგოგი თამარ ვეფხვაძე,რომლის თემაა  "თამბაქოს მავნე ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე", რომელშიც არის ძალიან აქტუალური თემა, სადაც ბავშვები გაეცნობიან თუ რა ზიანი მოაქვს თამბაქოს მოწევას ადამიანის ჯანმრთელობაზე.
         მეშვიდე გამომსვლელი იყო ლილი გიგოშვილი, რომელმაც წარმოადგინა  პრეზენტაცია თემაზე" მეტალების შემცველობა და ზეგავლენა ადამიანის ცხოვრებაზე", სადაც მან  ისაუბრა ორგანიზმისთვის აუცილებელ მეტალებზე და რამდენია მათი დასაშვები ნორმა.
              მერვე გამომსვლელი იყო  ნანი პირტახია თემით  " ფერები  ჩვენს ცხოვრებაში", რომელმაც  წარმოადგინა პროექტი, სადაც ბავშვები ისწავლიან ბუნებრივი მასალებით ფერების შექმნას.
          მეცხრე  გამომსვლელი იყო  ეკა ჭინჭარაშვილი თემით " გეომეტრია ჩვენს ცხოვრებაში",სადაც მიმოიხილავენ გეომეტრიულ შტრიხებს  სხვადასხვა ნაგებობებში, ტანსაცმელებში, სამკაულებში და ა.შ
    მეათე გამომსვლელი  იყო ისტ-ის პედაგოგი ნარგიზ კახაძე, რომელმაც წარმოადგინა პროექტი" ციფრული ტექნოლოგიები 21-ე საუკუნის დასაწყისში", რომელშიც დასაბუთებული იყო ციფრული ტექნოლოგიების როლი  ადამიანის ცხოვრებაში და მათი ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე.
     მეთერთმეტე გამომსვლელი   იყო  ქართული ენის პედაგოგი მზია ოდიაშვილი თემით "სახელმწიფო ენის დაცვა- ბარბარიზმები". რომელიც  დღეს ძალიან აქტუალურია , სადაც  შემუშავებულია რეკომენდაციები  ენის დასაცავად.

No comments:

Post a Comment